დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია.

ხულოში სოფლების ნაწილი ამ დრომდე ჩაკეტილია. გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება. კურორტ გოდერძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. ხულოში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი. ანალოგიური ვითარებაა შუახევში. ქედაში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ხულოში გზის გაწმენდის პროცესში 14 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევში – 11, ხოლო ქედაში – 7 ერთეული.