დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ მთელი ღამე თოვდა. ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი დღით გადაიდო. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დღეს დილიდან განახლდა გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე. გუშინ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება, მცირე გამონაკლისის გარდა, აღუდგა მთიან მუნიციპალიტეტებს, თუმცა, დილიდან კვლავ შეფერხებები ფიქსირდება ცალკეულ სოფლებში.

დატოვე კომენტარი