დიდთოვლობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში

მთელი ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღეს დილიდან კი განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა რამდენიმე სოფელში, სადაც რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, გუშინ სრულად ვერ მოხერხდა შიდა გზების გახსნა. ამ დროის ინფორმაციით, გაწმენდილია სოფლების რაოდენობის დაახლოებით 90%. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებული 60 სოფლიდან, დენი მხოლოდ ექვს სოფელს არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები გასულები არიან დაზიანებების ადგილებზე და დღის განმავლობაში სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში.