თოვლის საფარისგან გზები იწმინდება ხულოშიც. როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ძირითად მიმართულებებზე მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაბამისი დახმარებაც გაეწიათ. ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება.