კახეთში დიდთოვლობის გამო თელავი-ვაზიანი-თბილისის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. რაც შეეხება თელავი-გურჯაანი-ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო გზას, მოძრაობა თავისუფალია. თოვლის საფარისგან დილიდან იწმინდება თელავის ქუჩები, ცენტრალური და საუბნო გზები. ამ დროისთვის აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიაც“, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო გადამცემი ქსელების აღდგენითი სამუშაოები. რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის გარდა, ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.