დიდთოვლობა იმერეთში

18:33, 29.12.2025

გადაუღებლად თოვს იმერეთში, ნალექმა ქუთაისში გარკვეული პრობლემები შექმნა. თოვლის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომანქანებს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი