დიდთოვლობა იმერეთში

15:15, 01.03.2025

იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო. საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა. დღესვე ქუთაისიდან მუნიციპალიტეტებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი წაიღეს, რათა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისთვის მიწოდება.

მსგავსი