თოვს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა. თოვლის საფარისგან გზების გაწმენდას სპეცტექნიკა ცდილობს, ასევე იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები. ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში, სკოლებსა და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს. შეფერხებები იყო ქუთაისშიც, ამ დროისთვის იწმინდება გზები და ტროტუარები.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვა გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, 27 თებერვლიდან კი ნალექის რაოდენობა იკლებს.