დიდთოვლობა გზებზე  

ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური-კობის მონაკვეთი.

მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის აკრძალული. უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტრანზიტული მარშრუტის მძღოლებს. ბოლო მონაცემებით, გზა ჯვრის უღელტეხილამდე არის გაწმენდილი. დანარჩენ მონაკვეთზე სამუშაოების ჩატარება კი სპეციალისტების რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. სწორედ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზვავსაშიშროება.