დიდთოვლობა გურიაში - თეა აბსარიძის პირდაპირი ჩართვა

დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში – განსაკუთრებით რთული ვითარება გურიაშია, სადაც დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა.

გურიის სოფლების ნაწილში თოვლის საფარი ორ მეტრსაც კი აღემატება. სოფლების უმეტეს ნაწილში შეწყვეტილია ელექტროენერგიის და ზოგიერთ ნაწილში ბუნებრივი აირის მიწოდებაც. პრობლემებია სასმელი წყლის მომარაგების მხრივაც. პრემიერის ბრძანების შესაბამისად, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთვნენ. ბოლო ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. თეო აბსარიძე და გოგა გახარია, რამდენიმე დღეა, გურიის სოფლებიდან გვაწვდიან ინფორმაციას.

რა ვითარებაა გურიაში ამ დროისთვის – თეა აბსარიძე გვიერთდება ეთერში.