დიდთოვლობა გურიაში

ერთკვირიანი ინტენსიური თოვის შემდეგ დასავლეთ საქართველოში გამოიდარა.

სტიქიამ ყველაზე მძიმე პრობლემები გურიის რეგიონში შემქნა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა ამ დრომდე რჩება რამდენიმე სოფელი, რომელიც გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ოზურგეთში ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც პრემიერ ხელმძღვანელობს,   სწორედ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იგეგმება   სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მთავარ პრიორიტეტად კი თოვლში ჩარჩენილი ადგილობრივებისთვის ყველა საჭირო პროდუქტისა და მედიკამენტის მიწოდება, კომუნალური სერვისების აღდგენა და შიდა სასოფლო გზების გაწმენდა სახელდება.

ამ წუთებში მიმდინარეობს საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, – ბოლო ინფორმაციით ახლა ნათია ქენქაძე გვიერთდება სტიქიის ზონიდან.