დიდთოვლობა გურიაში

18:09, 26.02.2025

გურიის სოფლების ნაწილი ისევ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, კვლავ ვერ ხერხდება შესვლა და მათთან დაკავშირება. თოვლის საფარი თითქმის სამ მეტრს აღწევს. იწმინდება გზები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე თავდაცვის ძალები. ოზურგეთში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რა ვითარებაა ადგილზე ამჟამად – თეა აბსარიძე გურიიდან.

მსგავსი