დიდთოვლობა გურიაში
გურიის სოფლების ნაწილი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი – ამ დრომდე ვერ ხერხდება ვერც მისვლა და ვერც მოქალაქეებთან დაკავშირება. დილიდან ისევ თოვდა, თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებული პრობლემებია მეწყერსაშიშ სოფლებში. მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე თავდაცვის ძალებიც. ოზურგეთში შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელმაც დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება უნდა გაუწიონ.
თეა აბსარიძე დეტალებით.