დიდთოვლობა გურიაში

სტიქია დასავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონის მასშტაბით ურთულესი ვითარებაა. სოფლების უმეტეს ნაწილში თოვლის მაღალი საფარის გამო სპეცტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დაზიანდა სახლები, შეწყვეტილია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება, არის სასმელი წყლის პრობლემაც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

თეა აბსარიძის ჩართვა #მოამბე