დიდთოვლობა რეგიონებში - თეა აბსარიძის ჩართვა

დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურაა საქართველოში. ქვეყნის რეგიონებში უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ქალაქ ფოთში ორი დღით შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საჯარო სკოლებში ხვალ არც მოსწავლეები მივლენ. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში, სადაც დიდთოვლობას, უკვე სამი დღეა, ებრძვიან. საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური. გურიაში ამ დრომდე თოვს.

რა ვითარებაა ახლა რეგიონში და რას აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში? – თეა აბსარიძის ჩართვა პირდაპირ ეთერში.