რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამ დრომდე რჩება სოფლები, რომელთა მოსახლეობაც ჯერ კიდევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება გურიაში იყო, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები, თუმცა პრობლემებია კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით. ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 1000 ოჯახს არ მიეწოდება, ამდენივე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე.
როგორ მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონში? – ნათია ქენქაძე და დავით ცირიკიძე მუშაობენ გურიაში. მათ ბევრ ისეთ სოფელში მოახერხეს მისვლა, სადაც დიდთოვლობის გამო გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია.