დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღიანი უამინდობის შემდეგ, მდგომარეობა სტაბილურდება.
გამოიდარა გურიაში, სადაც ვითარება ყველაზე უფრო რთული იყო. ყველა სოფელსა თუ საცხოვრებელ სახლთან თანდათან იწმინდება მისასვლელი გზები, თუმცა ამ დრომდე რჩება ადგილები, რომლებიც გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდება. პრობლემები რჩება დენის და გაზის მიწოდების კუთხითაც. მოსახლეობას დახმარებას, სამაშველო სამსახურთან და თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად უწევენ მოხალისეები. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო, რომელიც სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.