დიდთოვლობა ევროპასა და ამერიკაში

დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები  – ეს იქ ქვეყნებია, სადაც თოვლმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

დიდთოვლობის გამო, გზებზე საცობებია, გაუქმდა ასობით ავიარეისი, დახურულია სკოლები.

თოვლი მოვიდა ამერიკის სამხრეთის მზიან შტატებში და მექსიკის ჩრდილოეთში. ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე კი, ცხრა ათასამდე მეხანძრე კვლავ ხანძართან გამკლავებას ცდილობს.