დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში

18:19, 14.12.2025

აჭარის მაღალმთიანეთში პირველმა თოვლმა გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებები შექმნა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ამ დროისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტებში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოებიც. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფლების ნაწილში ელექტროენერგია უკვე აღდგა.

მსგავსი