დიდთოვლობა აჭარაში - ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ინტენსიური გაწმენდა უხდებათ ქედის   მუნიციპალიტეტში.

ქედაში, თოვლის საფარი დაბალ ზონაში მეტრს, ხოლო მაღალ ზონაში 2 მ-ს აღწევს. გაწმენდით სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული სპეც. ტექნიკა და ქედის კომუნალურ სერვისის ერთი ერთეული ტექნიკაა ჩართული. ასევე, ინტენსიურად იწმინდება დაბის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები და ქუჩები. მუნიციპალიტეტში შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. მერიაში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31.