თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტში, იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. ამ დროისთვის ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. შექმნილია, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. 24 საათიან რეჟიმში გრძელდება სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი – 551 00 52 72.