დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარაში. ამ დროისთვის ბათუმში აღარ თოვს, თუმცა ვითარება კვლავ რთულია. დიდთოვლობის გამო ჭირს გადაადგილება, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანებულია 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ბათუმიდან ბოლო ინფორმაციით მერაბ წულუკიძე და ედო კოჩალიძე.