დიდთოვლობა აჭარაში

უხვი ნალექია ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. სოფლებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები. სამუშაოებში ჩართულია 60-მდე ერთეული სპეცტექნიკა.

უხვი ნალექის გამო რეგიონებში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ კახეთში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დიდთოვლობამ დენის ქსელები დააზიანა. შეზღუდვებია სოფლების ნაწილში. რაიონულ ცენტრებს კი ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.