დიდთოვლობა აჭარაში

15:32, 20.01.2026

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მაღალი ზონის სოფლებში, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

მსგავსი