სტიქია ქობულეთში

18:10, 30.12.2025

სტიქიას ებრძვიან ქობულეთშიც. ამ ეტაპზე სოფელ ცეცხლაურს არ მიეწოდება სასმელი წყალი. ქობულეთის სოფლის წყალი, ადგილზე აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი ქარის და შტორმის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარება. ამ ეტაპზე სანაპირო ზოლი სუფთავდება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და  დათვლა. ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან, უკვე დასუფთავდა გზის სავალი ნაწილები. ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე დააზიანა, როგორც მრავალბინიანი, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები. მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს ზარალის შეფასება.

მსგავსი