დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში
დიდთოვლობისგან მოწვეულ პრობლემებს ებრძვიან მაღალმთიან აჭარაშიც. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტებში გამოიდარა. ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, შემთხვევის ყველა ადგილზე მუშაობენ. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.