დიდთოვლობა აჭარაში

თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა აჭარის მაღალმთიან რაიონში. რამდენიმე დღის განმავლობაში რთული ვითარება იყო ხულოსა და ქედაში, სადაც ინტენსიური თოვის შედეგად გადაადგილება გართულებული იყო. უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა ქობულეთსა და შუახევშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტს მიაღწია. უხვ ნალექს თან ახლდა ელექტროენერგიის პრობლემები. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროხაზები. ბათუმში კი ინტენსიურმა თოვლმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც დააზიანა. ქალაქში პრობლემები იყო გაზმომარაგების და წყლის მოწოდების კუთხითაც. გზების გაწმენდის მოუხედავად, გადაადგილება ჭირდა როგორც ბათუმის შესასვლელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე ძველი ბათუმის ქუჩებში. აჭარაში უკვე 4 დღეა აღარ თოვს.