დიდთოვლობა აჭარაში

აჭარაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. თოვა შეწყდა, თუმცა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.

ამ ეტაპისთვის მუნიციპალური ავტობუსების 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 გახსნილია. სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დაზიანების გამო, თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია ჯამში 36 ოჯახი. ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და განხორციელდება რეაგირებები.

ამ ეტაპისთვის წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით შეზღუდვები არ ფიქსირდება.