ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა აჭარაში.
იმის მიუხედავად, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და როგორც სანაპირო ზოლში, ასევე ძირითად გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაინც პრობლემაა გადაადგილების კუთხით. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ორი დღის განმავლობაში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.