დიდთოვლობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. ქუჩებში რამდენიმე დღეა, 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება გზები და ზღვაში გასასვლელი არხები. დაზიანებულია ხეები. შეზღუდული იყო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სავარაუდოდ, ექვსბალიანი შტორმია მოსალოდნელი.