დიდთოვლობა აჭარაში

დიდთოვლობამ არაერთი პრობლემა შექმნა აჭარაშიც. ბათუმის ქუჩებში რამდენიმე დღეა 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურის 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. იწმინდება ქუჩები და ზღვაში გასასვლელი არხები. დაზიანებულია ხე-მცენარეები, შეზღუდული იყო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. ქალაქში ამ დროისთვის შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

მერაბ წულუკიძე აშუქებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ბათუმში.