„დიდი შვიდეულის“ სამიტი ჟენევაში

„დიდი შვიდეულის“ სამიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართლადამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე დემონსტრანტმა ქვები ესროლა გაერო-ს სატელეკომუნიკაციო შენობას, ასევე გამოიყენა მაშხალები მაშინ, როდესაც პოლიცია ცდილობდა ტერიტორიიდან მათ გაყვანას, ამის შემდეგ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც მედია იუწყება, დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში გამართული მსვლელობისას Tesla-ს მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გარემოს დამცველები, ფემინისტური ჯგუფები, პალესტინის მხარდამჭერები და სხვა აქტივისტები. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში იმართება. სამიტს, სხვა ლიდერებთან ერთად, დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 16 ათასი პოლიციელი და ჟანდარმია განლაგებული.