დიდი შვიდეულის სამიტი

გაერთიანებულ სამეფოში დიდი შვიდეულის სამიტი გრძელდება. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები, ისეთი გლობალური გამოწვევების შესახებ მსჯელობენ, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის პანდემია და კლიმატური ცვლილები, ჩინეთის მზარდი გავლენა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. გაჟღერდა ახალი ინიციატივებიც – კერძოდ, ვაშინგტონის ამბიციური, ინფრასტრუქტურული გეგმა, რომელიც კლიმატის, ჯანდაცვის, ციფრული ტექნოლოგიებისა თუ გენდერული თანასწორობის მიმართულებით, განვითარებად ქვეყნებში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს. სამიტის პარალელურად, ლიდერები ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრებსაც მართავენ. დღის მიწურულს კი, დასკვნითი კომუნიკე გამოქვეყნდება, სადაც ყველა ის საკითხი იქნება გაწერილი, რაზეც შეთანხმებას შვიდეულის ლიდერები შეძლებენ.

მოამბე