დიდი შვიდეულის სამიტი

ორი დღე ნატო-ს სამიტამდე – როგორია პოლიტიკური მოლოდინი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის საკითხზეც იმსჯელებენ. იენს სტოლტენბერგი წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლიდერების მონაწილეობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს აქტუალურ დღის წესრიგზე, როგორ უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, საზიანო ტექნოლოგიებს და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას.