დიდი შვიდეულის სამიტი

ლონდონში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ.

დიდ ბრიტანეთში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების დიპლომატების დღის წესრიგშია რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობების პერსპექტივა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და კოვიდ-პანდემია. განსახილველ თემებს შორის არის აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული ვითარებაც. ახსენეს ნავალნის საქმეც. მინისტერიალის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში აპირებს ჩასვლას.