„დიდი შვიდეულის“ სამიტი 

„დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო.

ორი დღის გამავლობაში მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი საფრანგეთის საკურორტო ქალაქი ევიან ლე-ბენი იქნება. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს შვიდეულის ფორმატში   მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების პირველი შეკრებაა. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების ფონზე, ლიდერები ჰორმუზის სრუტის დროულად გახსნისთვის საჭირო ზომებს განიხილავენ. გლობალური მიწოდების ჯაჭვის დროულად აღდგენის მიზნით, სამიტზე მიწვეულები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები. კიდევ ერთი თემა რუსეთ-უკრაინის ომია. სამიტს ესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც. შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ლიდერი ვლადიმერ პუტინთან მესამე ქვეყანაში შეხვედრის ინიციატივით, კიდევ ერთხელ გამოვიდა.

ჩნდება თუ არა მოსკოვსა და კიევს შორის თვეების წინ გაყინული მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა – დიდი შვიდეულის სამიტის პირველი დღე ნახეთ ბექა ბერიაშვილის სიუჟეტში.