საფრანგეთის კურორტ ევიანში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მაგიდაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია: შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, უკრაინა და ევროპული უსაფრთხოება, ასევე, ეკონომიკა და საერთაშორისო პარტნიორობა. საფრანგეთმა სამიტზე „დიდი შვიდეულის“ წევრების გარდა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.