დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ
უკრაინის საკითხზე დღეს დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებები ონლაინ- კონფერენციის ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია იაპონიის საგარეო უწყების განცხადებაში. „17 მარტს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეული წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ონლაინ გაიმართება. ამ მოლაპარაკების დროს მინისტრები ისაუბრებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და იმსჯელებენ არსებული გამოწვევებზე საპასუხო ქმედებების შესახებ“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.