დიდი შაბათი – მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის

18:13, 19.04.2025

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში – სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. აღდგომის დადგომასთან ერთად, მორწმუნეთათვის 47-დღიანი მარხვაც დასრულდება. დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელ ქვეყანაში გავრცელდება.

ნატა ტაბიძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან.

მსგავსი