დიდი საბავშვო ფესტივალი საქართველოს პირველი არხისგან

„მთელი ზაფხული ერთ დღეში“– დიდი საბავშვო ფესტივალი საქართველოს პირველი არხისგან ბათუმში. დღეიდან ზღვისპირა ქალაქში სტუმრებს საინტერესო შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ. ღონისძიება გამორჩეულ შემეცნებით და გასართობ პროგრამას აერთიანებს. ფესტივალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს გახსნის.

„ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „წიგნების თაროს“ წიგნების კითხვის რიგით მეორე ფესტივალი გაიმართება ამჯერად ბავშვებისთვის, მათ საყვარელ პროექტ „რანინასთან“ ერთად. საღამო რანინას გრანდიოზული ლაივკონცერტით გაგრძელდება.

წიგნების თარო

რანინა

 

დატოვე კომენტარი