დიდი საბავშვო ფესტივალი პირველი არხისგან

„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ – პირველი არხი ბათუმში საბავშვო ფესტივალს ატარებს.

საზაფხულო თეატრში ცნობილი მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მონაწილეთა კონცერტი მიმდინარეობს, ტელევიზიის კიდევ ერთი პოპულარული გადაცემის „წიგნების თაროს“ ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ბავშვებისთვის წიგნის კითხვის ფესტივალი.