დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება

18:23, 06.05.2026

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოიღეს. ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი. მას 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი