დიდი პოლიტიკა ვიეტნამში

გლობალური საკითხები, როგორც წესი, არა სამიტებზე, არამედ კულუარებში წყდება. ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ოფიციალური შეხვედრა არა, მაგრამ კონტაქტი შედგა, ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერმა ფოტოს გადაღების დროს ერთმანეთს ხელი ჩამოართვა. მთელი მსოფლიო ინტერესით ელოდება ტრამპისა და პუტინის კულუარულ შეხვედრას, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ  სერიოზული დიალოგისთვის მზადება მიმდინარეობს.

ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ფორმალური შეხვედრა, მართალია, არ შედგა, თუმცა, როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ორი ლიდერი რაიმე ფორმით გადაიკვეთება ერთმანეთთან. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა არ შედგა, ცხადია, რომ ნიადაგი მზადდება ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერის სერიოზული დიალოგისთვის.