დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმე

დიდი ოდენობით თანხის გათეთრების საქმეზე გამოძიება გრძელდება. შესაძლოა ფიგურანტთა წრეც გაფართოვდეს. რაც შეეხება კახა კოტორაშვილს, რომელსაც გამოძიება ორ წელიწადში 625 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება, პატიმრობა შეუფარდეს. დიდი ოდენობით თანხის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე განხილვის თემაა პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. კერძოდ, მათი თქმით, სავარაუდოდ, დაკავებული პირი მარტო არ მოქმედებდა ამ საქმეში სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულნი. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კითხვებს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გასცენ პასუხი. მმართველი გუნდის განცხადებით, სახელმწიფო შეურიგებელია ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებასთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტიანი პროცესი მიმდინარეობს.