თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა, ირაკლი პაპიაშვილის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა. ჩიკვაიძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, რაც შეეხება პაპიაშვილს, მას სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ფინანსური პოლიციის წარმოდგენები დახვდნენ და უთხრეს, რომ უნდა განხორციელებულიყო მისი პირადი ჩხრეკა.