დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმე

იახტების საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოდან ციხეში გადაიყვანეს.

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო დღეს პატიმრობით შეეცვალა. თუმცა გირაო ძალაში დარჩა ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ჩიკვაიძის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილის მიმართ, რომელსაც იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი. მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება გამოძიებისგან მიღებული ინფორმაციით ახსნა, რომლის მიხედვით ბრალდებულები ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. საქმის ფიგურანტები ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ. დავის საგანია მილიონ 155 019 ლარი. პროკურატურა სწორედ ამ ოდენობის თანხის უკანონოდ მითვისებას ედავება კომპანია „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმის“ დამფუძნებლებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა კომპანია „ელთ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვიეს და იახტის შესაძენად გადაცემული სოლიდური თანხა პირადი მიზნებისთვის დახარჯეს.

გიორგი ჩიკვაიძე თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად აცხადებს.