დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ამოღებულია 250 კილოგრამი ჰეროინი, რისი ღირებულებაც, შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარს აღწევს. დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.