შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აშშ-ს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.