დიდი ოდენობით ნარკოტიკების ამოღება - სასამართლო პროცესი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის შეძენა-შენახვა-გადაზიდვაში ბრალდებულ ფრიდონ მაღლაკელიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაიზიარა. შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც სომხეთიდან 85 მილიონი ლარის ღირებულების 298 კგ ჰეროინი შემოიტანა და ჰოლანდიაში უნდა გადაეტანა.