დიდი ოდენობით კოკაინის ამოღება

12:44, 19.10.2021

ხუთნახევარი ტონა კოკაინი აღმოაჩინა პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ღია ზღვაში, იალქნიან ნავზე. ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა იალქნიანი ნავი ატლანტის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროდან 550 კილომეტრში დააკავეს. ის დატვირთული იყო კოკაინით სავსე 183 ტომრით. გამოძიების ცნობით, კონტრაბანდული ტვირთი ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი.

მსგავსი